„ლელოს" ლიდერები უკრაინაში ჩავლენ

პუბლიკა

უკრაინული მხარის მიწვევით, 24 თებერვალს „ლელოს“ დელეგაცია რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების წლისთავისადმი მიძღვნილ რადას საგანგებო სხდომას დაესწრება, – ამის შესახებ ინფორმაციას „ლელოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, სხდომაზე მონაწილეობას მიიღებენ პოლიტიკური დელეგაციები მთელი მსოფლიოდან.

„პარტიის თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე, გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე, პოლიტიკური მდივანი სალომე სამადაშვილი და საგარეო მდივანი გრიგოლ გეგელია სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს გამართავენ რადაში, სადაც შეხვდებიან უკრაინის მმართველი პარტიის და პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებთან.

„ლელოს“ დელეგაციის წევრები შეხვედრებს გამართავენ როგორც უკრაინის, ასევე ევროპის სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკურ ლიდერებთან“, – აღნიშნულია პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციაში.