„ლელოს“ საპარლამენტო ფრაქციის შესაქმნელად „ენმ-ის“ დეპუტატი დილარ ხაბულიანი შეუერთდება

პუბლიკა

პარტია „ლელო-საქართველოსთვის“ საპარლამენტო ფრაქციას ქმნის. როგორც პარტიის პრესსამსახურში „პუბლიკას“ განუცხადეს, პარლამენტში ფრაქციის შექმნის მიზნით, „ლელოს“ ფრაქციას „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი, დილარ ხაბულიანი შეუერთდება.

„ლელოს“ ფრაქცია მას შემდეგ დაიშალა, რაც პარლამენტი მამუკა ხაზარაძემ დატოვა.

ამ დროისთვის „ლელოს“ პოლიტიკურ გუნდში ექვსი დეპუტატი ჰყავს. რეგლამენტით, ფრაქციის შექმნისთვის შვიდი დეპუტატია საჭირო.