ლექს-სენი, ლელა წურწუმია, თამრიკო ჭოხონელიძე - „ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობას" ახალი წევრები უერთდებიან

პუბლიკა

„ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობას“ მომღერლები და მსახიობები შეუერთდნენ.

მათ შორის არიან მომღერლები: ლელა წურწუმია, თამრიკო ჭოხონელიძე, მერაბ სეფაშვილი, ლექს-სენი, პაატა ბურჭულაძე, გიორგი უშიკიშვილი; მუსიკოსი პაპუნა შარიქაძე; მსახიობები: ეკა დემეტრაძე, ნანკა კალატოზიშვილი, ნინო კასრაძე, დავით კვირცხალია და სხვები.

მოძრაობის ახალმა წევრებმა განცხადებები დედა ენის ბაღში გააკეთეს.

„ძალიან კონკრეტული ვიქნები, მე მინდა ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის მივმართო, გადადგას ევროპული ნაბიჯი და შეიწყალოს ნიკა გვარამია, რომელიც ძალიან სჭირდება ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა ლელა წურწუმიამ.

„ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობა“ 16 თებერვალს დაფუძნდა.

მოძრაობას დროდადრო სხვადასხვა სფეროდან საზოგადოებისთვის ცნობილი სხვადასხვა სახე უერთდება. ახალ წევრებს მოძრაობის დამფუძნებელი ბაჩანა შენგელია წარადგენს ხოლმე.