რუსთავის საპატიმროსთან „ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობა“ დაფუძნდა

პუბლიკა

„მთავარი არხის“ დამფუძნებლის, პატიმრობაში მყოფი ნიკა გვარამიას თავისუფლებისთვის მოძრაობა დაფუძნდა. დღეს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან ნიკა გვარამიას მეგობრები და მედიის წარმომადგენლები შეიკრიბნენ.

„ნიკა გვარამიას მეგობრებმა ინტელექტუალური კლუბიდან და მედიიდან, გადავწყვიტეთ, დავაფუძნოთ ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობა, რომლის მთავარი მიზანი იქნება ნიკა გვარამიას გათავისუფლება საპატიმროდან და ეს ხელისუფლების ყველა შტოზე წნეხის გაზრდით და საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით იქნება შესაძლებელი“, – თქვა მოძრაობის დაფუძნებისას ბაჩანა შენგელაიამ.

ისინი ამბობენ, რომ  „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის პატიმრობით საფრთხე ექმნება ქვეყნის ევროპულ მომავალს.