ლერი სულაბერიძის საქმეზე დაკავებულს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

პუბლიკა

ლერი სულაბერიძის საქმეზე დაკავებულ ირაკლი ღლონტს, რომელსაც პროკურატურამ ბრალდება განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებისთვის წარუდგინა, საქალაქო სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 28 ივლისს, თბილისში, წყნეთის გზატკეცილის მიმდებარე ტერიტორიაზე, ი.ღ.-მ განზრახ მოკვლის მიზნით მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა ლერი სულაბერიძის მიმართულებით, რომელიც საკუთარი ავტომანქანით გადაადგილდებოდა.

ირაკლი ღლონტი პოლიციამ 29 ივლისს დააკავა. ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით წარედგინა, რას სასჯელის სახედ და ზომად 7 დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.