ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” მთავარი როლის შემსრულებელი ლევან გელბახიანი საუკეთესო ევროპელი მსახიობი კაცის ნომინაციაში წარადგინეს. ამის შესახებ ფილმის რეჟისორი ლევან აკინი Instagram-ზე წერს. მსახიობი ევროპული ფილმის 2019 წლის დაჯილდოებაზეა (EFA) წარდგენილი.
ლევან გელბახიანთან საუკეთესო მსახიობი კაცის ნომინაციაში წარდგენილნი არიან ანტონიო ბანდერასი, ჟან დიუჟარდენი, პიეფრანჩესკო ფავინო, ალექსანდერ შეერი, ინგვარ ე. სიგურდსონი.
შვედურ-ქართულ-ფრანგული დრამა „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ქართული ნაციონალური ანსამბლის მოცეკვავეების სასიყვარულო ურთიერთობის შესახებაა.
დაჯილდოების ცერემონია ბერლინში 7 დეკემბერს გაიმართება.