ლევან ხაბეიშვილის ცემის საქმეზე გამოძიება დაიწყო

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისის საკრებულოს წევრის ლევან ხაბეიშვილის ცემის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, აღნიშნული დანაშული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.


თბილისის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის” წევრ ლევან ხაბეიშვილსა და „ქართული ოცნების” დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

„თვალზე რატო დამარტყეს? წიხლებით რატო შემდგნენ, რა იყო მათი მიზანი? –  როგორ დავიცავი და გავბედე, დამლაგებლებს რომ აქვთ 8 ლარი ანაზღაურება, როგორ გავბედე და როგორ ვთქვი ეს ერთ-ერთ ეთერში, ანუ პოლიტიკური განცხადების გამო, იმისთვის, რომ ვთქვი, ეს არასწორია”, – აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.