ლევან კობერიძე „ლელოს“ წევრი გახდა

პუბლიკა

ლევან კობერიძე პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წევრი გახდა.

პარტიაში მისი გაწევრების შესახებ პარტიის ლიდერებმა, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადეს.

„ლელოს“ უერთდებიან გამორჩეული ლიდერები, ადამიანები, რომლებიც მთელი ამ წლების განმავლობაში თავისი ცხოვრების წესით ამტკიცებენ, რომ არიან უკომპრომისოები და სამართლიანობისთვის, სიმართლისთვის მებრძოლი ადამიანები. ასეთი ადამიანი არის ლევან კობერიძე, რომელიც იქნება ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

„მოხარული ვარ, რომ შემოვუერთდი „ლელოს“, რომელიც არის გუნდური თამაშის პრინციპზე აგებული და რომლის მთავარი მიზანია, ქვეყანაში არსებული თითოეული შესაძლებლობა ყველა მოქალაქისთვის გახდეს ხელმისაწვდომი“, – განაცხადა ლევან კობერიძემ სიტყვით გამოსვლისას.

„დღეს ქვეყანას სჭირდება ახალი ალტერნატიული პოლიტიკური, ძლიერი ცენტრი და იმისთვის, რომ ეს ცენტრი იყოს წარმატებული ისევ ჩვენი მოქალაქეებისთვის, ვალდებულად ჩავთვალე, რომ ყველა, ვისაც გვინდა უკეთესი მომავალი, უნდა დავდგეთ ერთად. ეს ალტერნატიული ცენტრი უნდა იყოს „ლელო“, – განაცხადა ლევან კობერიძემ.