ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრი, ლინას ლინკევიჩუსი გიგი უგულავას დაკავებას ეხმაურება და Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს.
„შეშფოთებული ვარ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას საქმეზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებით. არ შეიძლება სასამართლოს იყენებდე ოპოზიციის სამართლებრივი დევნის მიზნით. ეს აუცილებელი პირობაა დემოკრატიული საზოგადოებებისთვის. მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები იქნება ლაკმუსის ტესტი საქართველოში“, – წერს ლინკევიჩუსი.
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა გუშინ დააკავეს. უზენაესმა სასამართლომ უგულავას დამატებით 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე სახელმწიფო გიგი უგულავას თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის გაფლანგვას ედავება. გიგი უგულავას საქმეს მოსამართლეები შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი და მერაბ გაბინაშვილი განიხილავდნენ.