ლიეტუვის საგარეო მინისტრი: არ შეიძლება სასამართლოს იყენებდე ოპოზიციის დევნისთვის

ვასკა მათითაიშვილი

ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრი, ლინას ლინკევიჩუსი გიგი უგულავას დაკავებას ეხმაურება და Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს.

„შეშფოთებული ვარ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას საქმეზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებით. არ შეიძლება სასამართლოს იყენებდე  ოპოზიციის სამართლებრივი დევნის მიზნით. ეს აუცილებელი პირობაა დემოკრატიული საზოგადოებებისთვის. მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები იქნება ლაკმუსის ტესტი საქართველოში“, – წერს ლინკევიჩუსი.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა გუშინ დააკავეს. უზენაესმა სასამართლომ უგულავას დამატებით 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე სახელმწიფო გიგი უგულავას თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის გაფლანგვას ედავება. გიგი უგულავას საქმეს მოსამართლეები შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი და მერაბ გაბინაშვილი განიხილავდნენ.

LB image desktop LB image mobile