ლიეტვუის საგარეო საქმეთა მინისტრი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა

პუბლიკა

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი საქართველოში ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს შეხვდა.

მინისტრის განცხადებით, შეხვედრაზე განიხილეს რუსული კანონი და დაშინებების სერია. ამასთან, ხაზი გაესვა მომავალი საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობას.

„შევხვდი საქართველოს ოპოზიციურ პარტიებს, განვიხილეთ „უცხოეთის აგენტების“ კანონი და განგრძობითი დაშინებები, თუმცა, ამასთან, შევთანხმდით, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნებიც არ უნდა დავივიწყოთ და არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი უნდა იყოს“, – წერს გაბრიელიუს ლანდსბერგისი თავის X-ზე.