ლიკანში კორპუსში მომხდარი აფეთქების დროს დაშავებული ქალი დაიღუპა

პუბლიკა

ლიკანში კორპუსში სავარაუდოდ ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად დაშავებული ქალი დაიღუპა. ის ბორჯომში, კლინიკა „ჯეო ჰოსპიტალსში“ გადაიყვანეს, მაგრამ კლინიკის დირექტორის თქმით, 75 წლის ქალს სიცოცხლისთვის შეუსაბამო ტრავმები ჰქონდა.

ტელეკომპანია „ბორჯომის“ ინფორმაციით, კორპუსიდან გუშინ 70 ადამიანის ევაკუაცია მოხდა. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.