ლილოს დასახლებაში ხანძარია, ცეცხლი სასაწყობე ფართს უკიდია

პუბლიკა

თბილისში, ლილოს დასახლებაში, ჭირნახულის ქუჩაზე ხანძარია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „პუბლიკას“ განუცხადეს, რომ ცეცხლი  სასაწყობე ფართს უკიდია. ხანძრის ჩასაქრობად მობილიზებულია 14 ეკიპაჟი და მიმდინარეობს ცეცხლის ლოკალიზების სამუშაო. მათივე ცნობით, დაშავებული არავინაა.