ლიტერატურული კონკურსი „ვწერ მასწავლებლისთვის“ ტრადიციულად ლიბერთის მხარდაჭერით ჩატარდა

ფასიანი განთავსება

ლიბერთის მხარდაჭერით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, ჟურნალი „მასწავლებელის“ რედაქციისა და ინტერნეტგაზეთ „mastsavlebeli.ge“-ს ორგანიზებით, უკვე მეექვსედ ჩატარდა ლიტერატურული კონკურსი „ვწერ მასწავლებლისთვის“.

კონკურსის მიზანია მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია. კონკურსის დასკვნითი საღამო საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა.

კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი მოთხრობები, თანამედროვე სასკოლო ცხოვრებას, მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობის სირთულეებსა და მათი დაძლევის გზებს ასახავდა. ჟიურის მიერ დასახელებული სამი გამარჯვებული მწერალი იუნონა გურული, ცოტნე ავსაჯანიშვილი და მიშა ბახსოლიანი კონკურსის მხარდმჭერების მიერ დაწესებული სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდნენ. ლიბერთის რჩეული კი გახდა გიორგი შერვაშიძე.

,,განათლების მხარდაჭერა ლიბერთის სოციალური კორპორაციული პასუხისმგებლობის სტრატეგიის მთავარი მიმართულებაა. მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა ტრადიციულად მხარი დავუჭიროთ ლიტერატურულ კონკურსს „ვწერ მასწავლებლისთვის“, რომლის მიზანი ძალიან ახლოს არის ჩვენს ღირებულებებთან და მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციას ემსახურება.

სკოლებთან და პედაგოგებთან, ლიბერთის მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს. მუდმივად ვთავაზობთ გაუმჯობესებულ, სპეციალურად მათთვის შექმნილ პროდუქტებსა და სერვისებს. ასევე სიამაყით ვუერთდებით ყველა იმ ინიციატივას, რომელიც საბანკო სერვისების მიღმაც გვაძლევს შესაძლებლობას, ვიზრუნოთ და დავაფასოთ მასწავლებლის პროფესია.“ – ლევან სამუშია, ლიბერთის სახელმწიფო ფონდების დაფინანსებისა და სახელფასო პროექტების დეპარტამენტის უფროსი.

ათი საუკეთესო მოთხრობა გამოქვეყნდება ინტერნეტგაზეთ „mastsavlebeli.ge“-ზე და მიეძღვნება ჟურნალ „მასწავლებლის“ სპეციალური ნომერი.

კონკურსი გამომცემლობა „ინტელექტის“. „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ და „საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციის“ ხელშეწყობით ჩატარდა.

ლიბერთი ბანკი, ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი სისტემური ბანკია. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს, დასაქმებულია 4 500-ზე მეტი თანამშრომელი, წარმოდგენილია 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 617 ბანკომატით და ემსახურება 1.7 მილიონ ფიზიკურ პირსა და 50 ათას მცირე, საშუალო და მსხვილ ბიზნესს მთელი საქართველოს მასშტაბით.

LB loan image desktop LB loan image mobile