Live | აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების ინტერაქტიული რუკა

პუბლიკა

დღეს აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებია. ამერიკელი ამომრჩეველი საარჩევნო უბნებზე საკუთარ არჩევანს დააფიქსირებს. არჩევნების შედეგები განსაზღვრავს, თუ ვინ დაიკავებს თეთრ სახლს მომავალი 4 წლის განმავლობაში. ათობით მილიონი ამომრჩეველი პირადად მივა საარჩევნო უბნებზე, თუმცა დაახლოებით 99-მა მილიონმა უკვე მისცა ხმა ადრეული ხმის მიცემის თუ საფოსტო ბიულეტენების გამოყენებით.

ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნების ინტერაქტიული რუკა „ამერიკის ხმის“ რედაქციამ მოამზადა და ასახავს საარჩევნო კოლეგიების ხმებსა და წილობრივ განაწილებას.

რუკა არჩევნების მსვლელობისას ავტომატურად განახლდება.