ლომჯარია წილოსანს: მათ შორის, ფიზიკურადაც გავსულვარ ძალადობის მსხვერპლი ქალების დასახმარებლად

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტში სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას უსმენენ. ის დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს.

უმრავლესობის წევრის, ნინო წილოსანის შეკითხვაზე, არის თუ არა ნამყოფი სახალხო დამცველი ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრებში, ნინო ლომჯარია პასუხობს, რომ ის ფიზიკურად გასულა, არა ერთხელ, გვიან ღამით ძალადობის მსხვერპლი ქალის დასახმარებლად.

„ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარშიც ვარ ნამყოფი და ძალადობის მსხვერპლი ქალიც გამიმხნევებია პირადად და თქვენ თუ ხართ ნამყოფი, მაგალითად, პოლიციის განყოფილებებში მაშინ, როდესაც იტაცებდნენ არასრულწლოვან გოგოებს და პოლიცია არაფერს აკეთებდა, იმიტომ რომ გვეუბნებოდა… არა ხართ ანუ ნამყოფი. მე ვარ. შუაღამესაც, მათ შორის, არაერთხელ ფიზიკურადაც გავსულვარ დასახმარებლად ქალების,  რომლებიც ძალადობის მსხვერპლნი ყოფილან და პირადად, ვყოფილვარ ამ საკითხებში ჩართული. მაგრამ კიდევ ერთხელ, ამისთვის არსებობს აპარატი, გამართული ინსტიტუციური მოწყობა, სისტემა და ძალიან დიდი მადლობა ყველა ჩემს კოლეგასა და თანაშრომელს“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.