უკრაინაში ჩემი ვიზიტი მონახაზის დონეზე განიხილება უკრაინელ პარტნიორებთან - ლომჯარია

პუბლიკა

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ ფირობს უკრაინაში ვიზიტზე. მისივე თქმით, უკრაინაში ვიზიტი ჯერ იდეის დონეზეა.

„დღეს გავრცელდა ინფორმაცია უკრაინაში ჩემ შესაძლო ვიზიტთან დაკავშირებით. ომის დაწყების დღიდან ვფიქრობ როგორ შეიძლება გამოვხატო სოლიდარობა უკრაინელი ხალხის და მათი სახელმწიფოს მიმართ. ერთ-ერთი საკითხია ვიზიტი უკრაინაში, რომელიც იდეის და მონახაზის დონეზე განიხილება ჩვენ უკრაინელ კოლეგებთან. უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე ბუნებრივია მეტ დეტალზე არ და ვერ ვისაუბრებ. წარმატებები უკრაინას და გმირ უკრაინელ ხალხს!“, – აცხადებს ნინო ლომჯარია.