ლონდონში კოვიდინფიცირებულთა სამკურნალოდ იბუპროფენს ცდიან

პუბლიკა

მეცნიერები ბრიტანეთში კოვიდინფიცირებული პაციენტების მკურნალობისთვის იბუფროფენს ცდიან. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

ლონდონის გაისას, წმინდა ტომასის სახელობის საავადმყოფოსა და სამეფო კოლეჯის მეცნიერებისგან შემდგარი გუნდი ვარაუდობს, რომ პრეპარატი, რომელიც ტკივილის გაყუჩებისთვის გამოიყენება, პაციენტებს დაეხმარება სუნთქვასთან დაკავშირებულ სირთულეებთან გამკლავებაშიც, იმისთვის, რომ მათ არ დასჭირდეთ ხელოვნური სუნთქვის აპარატები.

პაციენტების ნახევარს კვლევის პერიოდში იბუპროფენს დამატებით სამკურნალო საშუალებად აძლევენ.
გამოცემის მიხედვით, საცდელ კვლევაში იყენებენ იბუპროფენის სპეციალურ ფორმულას და არა ჩვეულებრივ ტაბლეტებს, რომლებიც ხელმისაწვდომია აფთიაქებში.

როცა პანდემია იწყებოდა, გამოითქვა არაერთი მოსაზრება იბუპროფენთან დაკავშირებით. ითქვა ისიც, რომ იბუპროფენი შესაძლოა, ცუდი იყო კოვიდინფიცირებულებისთვის და ან ვირუსის მსგავსი სიმპტომების მქონე პირთა სამკურნალოდ.