ლუჰანსკში სეპარატისტების ნასროლი ჭურვი საბავშვო ბაღს დაეცა - უკრაინული მედია

პუბლიკა

დღეს დილით დონეცკისა და ლუჰანსკის თვითაღიარებული ხელისუფლების წარმომადგენლებმა რუსულ მედიასთან განაცხადეს, რომ უკრაინელი სამხედროები კონფლიქტის მთელ ხაზზე გააქტიურდნენ. მათი მტკიცებით უკრაინელებმა გორელოვკა ნაღმტყორცნებიდან დაბომბეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების დონბასში მოქმედი მისია კი აცხადებს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება არაერთხელ დაარღვიეს თავად სეპარატისტებმა.

მათ შორის მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პრორუსმა სეპარატისტებმა დაბომბეს დასახლება სტანიცა ლუჰანსკა. ერთ-ერთი ჭურვი კი საბავშვო ბაღს მოხვდა და შენობა დააზიანა. უკრაინული მხარის ინფორმაციით, დაბომბვისას ორი ადამიანი დაშავდა, დაბომბვის ქვეშ მოყოლილი მოქალაქეები სამხედროებმა უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს.

Kyiv Independent-ის სამხედრო კორესპონდენტი დასახლებიდან ფოტო და ვიდეომასალასაც ავრცელებს, სადაც დაზიანებული საბავშვო ბაღი ჩანს.