ლუკაშენკა: საქართველოს მობეზრდა დასავლეთის დაპირებები

პუბლიკა

ბელარუსის პრეზიდენტი ალიაქსანდრ ლუკაშენკა დსთ-ს ქვეყნებუს საგარეო მინისტრემის შეხვედრაზე აცხადებს, რომ საქართველოს მობეზრდა დასავლეთის დაპირებები. ამის შესახებ РИА Новости იუწყება.

„მაგალითად, საქართველო. მათ პოლიტიკაში ხედავთ გარკვეულ ცვლილებას: მათ მობეზრდათ დასავლური დაპირებები და სურთ დაბრუნდნენ ჩვენს ბაზარზე, რადგან არავინ შეგიშვებს თავის ბაზარზე რძით, ხორცით, ღვინით. ბაზრები დიდი ხნის წინ გაიყვეს და მისთვის დიდი ბრძოლაი მიმდინარეობს. ეს არის მეორე მიზეზი, რატომაც უნდა დავრჩეთ ერთად. ეს ჩვენი განვითარებული ბაზარია“, – თქვა მან.

მისივე თქმით, დასავლეთი შეთავაზებებს რესურსების ან მისთვის მომგებიანი პოლიტიკური კურსის სანაცვლოდ აკეთებს.