მადლობა ამ რთულ მომენტში მხარდაჭერის გამო - პოლიტიკოსი ლენა ნაზარიანი

პუბლიკა

სომხურ-ქართული პარლამენტთაშორისი მეგობრული ჯგუფის თავმჯდომარე, პოლიტიკოსი ლენა ნაზარიანი წერს, რომ მადლიერებას გამოხატავს ქართველი ხალხის მიმართ ამ რთულ მომენტში მხარდაჭერის გამო.

„ჩვენმა საყვარელმა ქართველმა და სომეხმა ხალხმა ათასწლეულების განმავლობაში მრავალი გამოწვევა გადალახა და მე დარწმუნებული ვარ ამ უხილავ მტერზე, კორონავირუსზე, გამარჯვებასაც ერთად ვიზეიმებთ, “- წერს ის.

გუშინ სომხეთის პრემიერის, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ახალი კორონავირუსული ინფექციით ინფიცირების მორიგი ანტირეკორდი დამყარდა.

„ეპიდემიური სიტუაცია გაუარესდა ქვეყანაში. არიან ინფიცირებული ადამიანები, რომლებსაც ჰოსპიტალიზაცია ესაჭიროებათ, თუმცა მათი ჰოსპიტალიზაცია არ შეგვიძლია“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

სომხეთში Covid 19-ით ინფიცირების  11 817  შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 3 516 განიკურნა, ხოლო 183 გარდაიცავალა.

გუშინ შეიქმნა საქართველოში პეტიცია  მოთხოვნით – დაეხმაროს საქართველოს მთავრობა სომხეთს კორონავირუსთან ბრძოლაში.