ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი დღესაც სუსტად არის და შეინიშნება ნევროლოგიური დეფიციტი. მან ასევე ჟურნალისტებთან წაიკითხა სააკაშვილის წერილი, სადაც აღნიშნულია, რომ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გადადგომისთვის „Covid-პასპორტები ბოლო წვეთი იყო“.
„ივანიშვილმა კოვიდის მართვის სრული ჩავარდნა აპატია ჯანდაცვის მინისტრ ტიკარაძეს, მაგრამ არ აპატია ობიექტური სპეციალისტებით დაკომპლექტებული სახელმწიფო კომისიის შექმნა ჩემს საკითხზე. ის, რომ მან უარი თქვა რატის როლი მოერგო და ჩემს ჯანმრთელობაზე ყოველგვარი ტყუილები ელაპარაკა, რასაც მას მთავრობა სთხოვდა. ბოლოს ტიკარაძემ თავისი ხმა ჩემს კლინიკაში გადაყვანის მსურველებს შეუერთა. COVID-პასპორტები იყო ბოლო წვეთი. ახლაც კარგად აჩვენებს ეს ყველაფერს, თუ როგორ არ ადარდებს მთავრობას ადამიანების სიცოცხლე. მიუხედავად ყველაფრისა, მინდა ქალბატონ ტიკარაძეს მადლობა გადავუხადო, რომ მან ასეთ რთულ მდგომარეობაში შეინარჩუნა ადამიანობა“, – აღნიშნულია სააკაშვილის წერილში.
დღეს „ქართული ოცნების“ ოფისში ჯანდაცვის მინისტრმა ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ მინისტრის პოსტს ტოვებს.
„გადავწყვიტე, რომ ჩემი საქმიანობა გავაგრძელო პარტიის პოლიტსაბჭოში და აქედან გავაძლიერო ქართული ჯანდაცვის სისტემები“, – განაცხადა ეკა ტიკარაძემ.