„მაგალითი, როგორ შეერწყა მემკვიდრეობის დაცვა და მსოფლიო დონის ინფრასტრუქტურა“ - პრემიერი წალკის კანიონზე

პუბლიკა

ეს არაჩვეულებრივი, უნიკალური ადგილი არის ნათელი მაგალითი, თუ როგორ მოხდა შერწყმა, ერთის მხრივ მემკვიდრეობის დაცვის და მეორეს მხრივ ასეთი თანამედროვე, მსოფლიო დონის ინფრასტრუქტურის განვითარების – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც წალკის განახლებული კანიონის გახსნას დაესწრო.

მისი ინფორმაციით, წალკაში კომპანია „კასს ლენდსმა“ 120 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა და 250 ახალი სამუშაო ადგილი შექმნა.

მისივე მტკიცებით, ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვა, შენარჩუნება და ამავდროულად ეკოტურიზმის წარმატებით განვითარებაა.

დღეს, 14 ივნისს წალკის კანიონზე „ბრილიანტის ხიდი“ გაიხსნა. ხიდზე ბრილიანტის ფორმის კაფე-ბარი მოეწყობა.

 

 

LB loan image desktop LB loan image mobile