„მაგრად მცემეს“ - დარბევისას დაკავებული ამერიკელი იურისტი ტედ ჯონასი

პუბლიკა

საქართველოში მცხოვრები ამერიკელი იურისტი რედ ჯონასი Facebook-ზე წერს, რომ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დააკავეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

„პოლიციის მანქანაში ვარ. მაგრად მცემეს“, – დაწერა ჯონასმა Facebook-ზე 00:11 საათზე.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის განცხადებით, მას ფიზიკური დაზიანებები აქვს.

„მე ველოდები მისგან ზარს, თუ სად წაიყვანს პოლიცია, რომ გავუგზავნოთ ჩვენი ადვოკატები. ვესაუბრე, აქვს ფიზიკური დაზიანებები, მაგრამ ამბობდა, რომ წინააღმდეგობას არ უწევდა და მაინც სცემდნენ. უკიდურესად სცემეს. ჩემთან ერთად იყო და აფრიალებდა საქართველოს დროშას. როგორც ჩანს, როდესაც გაზი გაუშვეს, მაგ მომენტში იქნა დაკავებული“, – განაცხადა ეკა გიგაურმა.