მაისიდან საბანკო ბარათებზე სამგზავრო აბონემენტის მიბმა გახდება შესაძლებელი - კალაძე

პუბლიკა

მაისიდან საბანკო ბარათებზე სამგზავრო აბონემენტის მიბმა გახდება შესაძლებელი, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„მაისისთვის შესაძლებელი იქნება ამ პროგრამის ჩაშვება. შესაძლებელი იქნება აბონემენტი მიებას საბანკო ბარათს და მგზავრს აღარ მოუწიოს ცალკე სამგზავრო ბარათის ტარება.

საბანკო ბარათზე შესაძლებელი იქნება ჩაირთოს ნებისმიერი ვადიანი აბონემენტის პროგრამა”, – განაცხადა მან.

კალაძის ცნობით, დღეის მდგომარეობით 55 000-მდე სხვადასხვა კატეგორიის აბონემენტია გაყიდული და ეს პროცესი გრძელდება.