მახალდიანის ქუჩაზე 2 ორსართულიანი სახლი იწვის

პუბლიკა

თბილისში, მახალდიანის ქუჩაზე ორი ორსართულიანი სახლი იწვის. ამის შესახებ ინფორმაცია „პუბლიკას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.

სამსახურში ამბობენ, რომ დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ აქვს. ადგილზე 10 სახანძრო-სამაშველო ბრიგადაა მობილიზებული. მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია.