მახინჯაურში ქვეითებს ავტომობილი დაეჯახა, დაიღუპა 3 ადამიანი

პუბლიკა

ბათუმში, მახინჯაურის დასახლებაში ქვეითებს მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. „პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ოჯახის 3 წევრი დაიღუპა და ოთხი დაშავდა.

უწყების ინფორმაციით, ოთხი დაშავებული მძიმე დაზიანებებით სხვადასხვა კლინიკაში  არიან მოთავსებული.

შსს-ს ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი დაკავებულია. გამოძიება კი სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.