მამა გიორგი სხილაძის მიმართ შესაძლო მუქარის შესახებ გამოძიება დაიწყო

პუბლიკა

მამა გიორგი სხილაძის მიმართ შესაძლო მუქარის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების მუქარას გულისხმობს.

სასულიერო პირმა მღვდელმა გიორგი სხილაძემ გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ირწმუნება, რომ დუშეთის ამჟამინდელმა მთავარეპისკოპოსმა ზოსიმემ 1988 წელს, როდესაც სასულიერო სემინარიის რექტორი იყო, სვეტიცხოვლის რეზიდენციაში სექსუალურად იძალადა ერთ-ერთ სტუდენტზე, კ.კ.-ზე.

ამ განცხადების შემდეგ გიორგი სხდილაძემ განაცხადა, რომ ემუქრებიან და პროკურატურას მიმართა, გამოძიება დაეწყოთ.

 

 

LB loan image desktop LB loan image mobile