მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ პარლამენტს ტოვებს

პუბლიკა

„ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ პარლამენტის წინ აქციაზე, სადაც ოპოზიცია სამოქმედო გეგმას წარადგენს, განაცხადა, რომ პარლამენტს ტოვებს.

„2 წელია, რაც პოლიტიკაში ვარ. 2 წლის განმავლობაში არ დამთავრებულა ჩემი პირადი შეურაცხყოფა, ათასი იარლიყის მოწებება, მაგრამ მივიწევ წინ, ეს ჩემზე არ მოქმედებს. არ მოვსულვარ პოლიტიკაში იმისთვის, რომ ან სკამი მინდოდა, ან რაღაცას გავქცეოდი.

ჩემი გამოცდილება, რომელიც ამ შენობაში მივიღე, მეუბნება, რომ აზრი არ აქვს იმ ადამიანებთან საქმის კეთებას, რომლებიც ზურგში დანას გირტყამენ და ხმას გართმევენ. ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, აი, ეს არის მანდატი, მე ვტოვებ პარლამენტს, იმიტომ, რომ თქვენთან ერთად ქუჩაში გავაგრძელო ბრძოლა თავისუფალი საქართველოსთვის“, – განაცხადა ხაზარაძემ.

პარლამენტის წინ ოპოზიციის მხარდამჭერები შეიკრიბნენ. ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, რომ თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს არ ცნობენ და ამ შეკრებაზე სამოქმედო გეგმის გასაჯაროება დააანონსეს.

LB loan image desktop LB loan image mobile