„ლელო – ძლიერი საქართველოს” ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე „ქართული ოცნების” პარლამენტში შექმნილი კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის გამოკითხვას მოითხოვენ. ინფორმაციას კოალიციის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, შესაბამისი წერილი თეა წულუკიანის სახელზე ადვოკატებმა „ოცნების” პარლამენტში უკვე შეიტანეს.
„ლელო – ძლიერი საქართველოს“ ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ე.წ. საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის გამოკითხვას მოითხოვენ. შესაბამისი წერილი, წულუკიანის სახელზე, ხაზარაძე-ჯაფარიძის ადვოკატებმა არალეგიტიმურ პარლამენტში უკვე შეიტანეს.
მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, თეა წულუკიანს ე.წ. საგამოძიებო კომისიის საქმეზე იბარებენ, რის გამოც მათ მიმართ პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. ადვოკატების განცხადებით, თეა წულუკიანს და ე.წ. კომისიის წევრებს, სასამართლოსთვის განმარტების მიცემა მოუწევთ, ყველა იმ განცხადებასა თუ ქმედებაზე, რომელსაც ე.წ. საგამოძიებო კომისიის მუშაობისას ჰქონდა ადგილი.
თეა წულუკიანს პასუხისთვის 3 დღე აქვს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
კოალიცია „ძლიერი საქართველოს” ლიდერებს მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო აღკვეთი ღონისძიების სახით 50 000-50 000-ლარიანი გირაო შეეფარდათ.