მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის სასამართლო პროცესი გადაიდო

პუბლიკა

მამაუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის დღეს ჩანიშნული სასამართლო პროცესი 25 თებერვლამდე გადაიდო. მოსამართლის თქმით,  სასამართლო პროცესი ავთანდილ წერეთლის გარეშე ვერ გაგრძელდება.

გადადების შესახებ შუამდგომლობა ავთანდილ წერეთლის ადვოკატმა დააყენა და პროცესზე წერეთლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სამედიცინო დოკუმენტი წარადგინა. ადვოკატის თქმით, ავთანდილ წერეთელი სამედიცინო დაწესებულებაში რჩება.

მამაუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი 24 ივლისს  წარედგინათ 16 664 000 დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. ავთანდილ წერეთელს კი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის დახმარებაში ედება ბრალი.