მამუკა მდინარაძე თვითიზოლაციაშია, უშუალო კონტაქტი ჰქონდა წილოსანთან – კობახიძე

პუბლიკა

„2 დეპუტატს დაუდასტურა კოვიდი. ეს არის ნინო წილოსანი და გენადი მარგველაშვილი. მამუკა მდინარაძე არის იზოლაციაში, გამომდინარე იქიდან, რომ მას ჰქონდა უშუალო კონტაქტი ნინო წილოსანთან“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში განაცხადა.

კობახიძის თქმით, სხვებს უშუალო კონტაქტი კოვიდინფიცირებულ დეპუტატებთან არ ჰქონიათ.

„თვითიზოლაციაშია გადასული მხოლოდ მამუკა მდინარაძე, რაც პრობლემას ქმის, ბუნებრივია, საარჩევნო შტაბში იმიტომ, რომ მას ჰქონდა აქტიური, მნიშვნელოვანი როლი. შტაბის სხვა წევრები იზოლაციაში არ არიან, გამომდინარე იქიდან, რომ მათ პირველადი  ან რაიმე მჭიდრო კონტაქტი ინფიცირებულებთან არ უფიქსირდებათ“, – აღნიშნა კობახიძემ.


საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატ ნინო წილოსანს კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა, – ამის შესახებ მან facebook-ზე დაწერა.