მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნეს

პუბლიკა

მამუკა მდინარაძეს, როგორც მთავრობის ყოფილ წევრს, სახელმწიფო დაცვა დაენიშნა. ამის შესახებ ირაკლი კობახიძის 8 სექტემბრის განკარგულებით ხდება ცნობილი. 

„მამუკა მდინარაძეს დაენიშნოს სახელმწიფო დაცვა, შესაბამისი წიწაპირობებიდან გამომდიწარე საჭიროების გასვლამდე, 2027 წლის 1 აგვისტომდე პერიოდში, სახელმწიფო დაცვის მიწიმალური სტანდარტების შესაბამისად” – ვკითხულობთ განკარგულებაში.

27 აგვისტოს მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. 

ბოლო 1 წელში მამუკა მდინარაძემ 3 თანამდებობა გამოიცვალა. ბოლოს ის რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად დაინიშნა, თუმცა საჭირო იყო სახელმწიფო სტრუქტურაში რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტის შექმნა, რასაც შემოდგომაზე პარლამენტის მხარდაჭერა სჭირდებოდა.

მაქამდე, 30 აპრილიდან მდინარაძე სპეციალურად მისთვის შექმნილ სამართალდამცავი უწყებების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას იკავებდა, ამავე დროს იყო ვიცე-პრემიერი.

კიდევ უფრო ადრე კი, 2025 წლის 3 სექტემბრიდან 21 აპრილის ჩათვლით მამუკა მდინარაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი იყო.