მაქარაშვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, პოლიციელებმა დაკავებისას ხელი მოტეხეს - „სირცხვილია“

პუბლიკა

მოძრაობა „სირცხვილიას“ ცნობით, აქტივისტი გიგა მაქარაშვილი შსს-დან საავადმყოფოში გადაიყვანეს, რადგან პოლიციელებმა დაკავების დროს ხელი მოტეხეს.

„დავასრულოთ ბავშვების ტყვეობა!“ – ამ წუთებში ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის გარშემო განვითარებულ მოვლენებს პროკურატურასთან აპროტესტებენ. მაქარაშვილის გარდა, შსს-ს ცნობით დაკავებულია კიდევ 5 პირი ადმინისტრაციული წესით.

„პუბლიკის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, რომ აქციიდან პოლიცამ ძალის გამოყენებით სულ 8 პირი გაიყვანა.