მაქვს კონსულტაციები პარტიებთან, მათ შორის „ლელოსთანაც" - კობერიძე

პუბლიკა

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების” წევრი ლევან კობერიძე აცხადებს, რომ აქვს კონსულტაციები იმ პარტიებთან, რომელიც იზიარებენ პრინციპს – არც „ქართული ოცნება“ და არც „ნაციონალურ მოძრაობა“.

„ყველა იმ პოლიტიკურ ჯგუფთან და პარტიასთან, რომელიც იმ პრინციპებს, რაც არის, რომ არც „ქართული ოცნება“, არც „ნაციონალური მოძრაობა“, რომ ეს უნდა იყოს ახალი, ჯანსაღი ძალა – ამ კრიტერიუმებს ვინც აკმაყოფილებს, ყველა ამ პოლიტიკურ ჯგუფთან, ცალკეულ ადამიანებთანაც, პარტიასთანაც ნამდვილად მაქვს ძალიან აქტიური კონსულტანცია. ეს შემიძლია რომ გითხრათ. მათ შორის „ლელოსთანაც“ მაქვს კონსულტანციები”,  – ამბობს ლევან კობერიძე.

„ჩვენ საბოლოო შეთანხმება არ გვქონია, თუმცა რამდენიმე კონსულტაცია გვქონდა ლევანთან და ჩვენ მივესალმებით ყველა პატიოსან, წესიერ ადამიანს, რომელსაც უნდა ქვეყანაში ცვლილებები, ეს ლევანი იქნება თუ სხვა. შესაბამისად, გავაგრძელებთ ამ გაფართოების მიმართულებით გზას. როგორ დამთავრდება ეს ყველაფერი, მაგას დრო გვაჩვენებს”, – აცხადებს „ლელო საქართველოსთვის” ლიდერი მამუკა ხაზარაძე.