„მაგ ხალხთან ერთად, (ოპოზიციის ლიდერებთან) ბევრთან მოგვიწევია, კახა კუკავასთან ერთადაც მომიწევია. რა პრობლემაა, ახალგაზრდა ხალხი ვართ ვართ, მაგრამ, ამის წამოძახება არასწორია, ბოლო-ბოლო ერთადაც მოგვიწევია”. – ასე პასუხობს იაგო ხვიჩია კახა კუკავას განცხადებას გირჩთან დაკავშირებით.
„მოსული იყო ორივე დაბოლილი (იაგო ხვიჩია და ვახტანგ მეგრელიშვილი) დღეს და, როგორც ყოველთვის, რასაც საერთოდ აკეთებენ, უნდოდათ ყურადღების მიქცევა. ხან მელიას დააბრალეს, რომ პისტოლეტით დასდევდა და დღეს მოიგონეს რაღაცა მეორე სისულელე”. – ასე შეაფასა კახა კუკავამ გირჩის ლიდერების განცხადებები.
პარტია „გირჩის“ წევრებმა, იაგო ხვიჩიამ, სანდრო რაქვიაშვილმა და ვახო მეგრელიშვილმა „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში მიმდინარე შეხვედრა დაწყებიდან რამდენიმე წუთში დატოვეს.
იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მას უნდოდა, განეხილა სამი საკითხი: თანახმა იყო თუ არა ოპოზიცია სრულად პროპორციული არჩევნების საკითხზე; არჩევნების გაყალბების მტკიცებულებების შეგროვება; მესამე – რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ ნიკა მელიას დაიჭერენ. ხვიჩიას თქმით, ვერც ერთ საკითხზე ცხადი პასუხი ვერ მიიღეს.
„ფაქტობრივად, ხალხმა, ვინც შიგნითაა, ერთხმად დაგვიდასტურეს, რომ თამაშობენ მიშას თამაშს. მაგალითად, კახა კუკავამ მითხრა, რომ გვაცალეთ მიშას თამაშის თამაშიო. კი, ასე მითხრა კახა კუკავამ მაგრამ ზოგადად განწყობა იყო ეს, “- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.