მარიხუანის დათესვა-მოყვანისა და კულტივირების ბრალდებით 3 პირი დააკავეს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მცენარე კანაფის უკანონო დათესვა-მოყვანისა და კულტივირების, ასევე, მარიხუანის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 3 პირი დააკავა.

„1993 წელს დაბადებული მ.ბ. და 1996 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ.ბ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანისა და კულტივირების, ასევე, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე მ.ბ.-ის ბინაში ჩატარებული ჩხრეკისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა” და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის კულტივაციისთვის განკუთვნილი მოწყობილობები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

ამავე დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 2000 წელს დაბადებული დ.გ. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების დათესვა-მოყვანისა და კულტივირების ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

სამართალდამცველებმა, ვარკეთილის მე-3 მასივში მდებარე ერთ-ერთი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული დ.გ.-ის პირადი ჩხრეკისას, 45 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას კი ამოღებულია 6 ძირი კანაფი და ნარკოტიკული საშუალების შემცველი აღნიშნული მცენარის გასაზრდელად განკუთვნილი ე.წ. კაბინა”, – ნათქვამია განცხადებაში.