მარინა ეზუგბაია 45 ახალი პაციენტის ინფიცირების წყაროებზე საუბრობს

პუბლიკა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 45 ახალი შემთხვევიდან 3 არის „დონას“ კლასტერიდან, 19 კონტაქტი დადასტურებულ შემთხვევებთან, 4 არის სამედიცინო პერსონალი „ავერსის“ კლინიკიდან, 4 შემოტანილი შემთხვევიდან ერთი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, 12 არის აჭარაში მოგზაურობის ისტორიით და სამზე მიმდინარეობს კვლევა ინფიცირების წყაროს და კონტაქტების მოძიების მიზნით.

„ამ 45 შემთხვევიდან 23 უკავშირდება აჭარას. კიდევ საინტერესოა, რომ 5 ჯგუფური შემთხვევა გვაქვს, ფართომასშტაბიანი ქორწილიდან თბილისში.

გამოჯანმრთელებულების პროცენტი გახლავთ 76.4. covid-ცენტრებში მკურნალობს 381 დადასტურებული შემთხვევა. მათგან მძიმეთა სიაში 17 პაციენტია, კრიტიკულად მძიმე 3 პაციენტია“, – განაცხადა ეზუგბაიამ.


საქართველოში კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1 729 გახდა. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 6-ით გაიზარდა და 1 321-ს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ 45 შემთხვევა ქვეყნისთვის რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია.