მარინა კურატაშვილი: ვერ ვხედავ ფარმაკოლოგიური წამების ნიშნებს

პუბლიკა

ომბუდსმენის მიერ შექმნილმა სამედიცინო კონსილიუმის ჯგუფის წევრებმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მეორე დასკვნა მოამზადეს. დასკვნას 9 ექიმი აწერს ხელს და კონსენსუსით მომზადდა.

ფსიქიატრ მარინა კურატაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილს დეპრესიის საზომი ინსტრუმენტით დეპრესიის დიაგნოზი დაესვა. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს სჭირდება ფსიქოთერაპია და ადეკვატური მკურნალობა.

„არა, არ ვადასტურებ, მე ვერ ვხედავ ფარმაკოლოგიური წამების ნიშნებს. მე მიხეილი ვნახე მხოლოდ ერთხელ და იმ ნახვისას ფარმაკოლოგიური წამების ნიშნები არ ეტყობოდა. ასე რომ, ვერ დავადასტურებ. სათითაოდ გავეცანი მხოლოდ იმ მედიკამენტების დანიშნულების ფურცლებს, რომლებიც მას აქვს დანიშნული გორის ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ. აქ დოზები ნამდვილად არ ტოვებს იმის შთაბეჭდილებას, რომ ვინმეს მისი წამება უნდოდა.

რა იყო სხვა დაწესებულებებში, არ ვიცი, მაგრამ გავეცანი ჩემი კოლეგების კონსულტაციებს, სადაც ბატონი მიხეილის მონაყოლის მიხედვით არის დაფიქსირებული, თუ რა წამლებს იღებდა. იქ არის მაქსიმუმი დოზა, ისევ „ქვეტიაპინზე“ ვლაპარაკობ. მას დანიშნული ჰქონდა 100 მილიგრამი და თუ 100 მილიგრამზე ვერ დაიძინებდა, უმატებდნენ 50 მილიგრამს, ზოგჯერ მისი თხოვნითაც“, – განაცხადა მარინა კურატაშვილმა.

LB loan image desktop LB loan image mobile