მარინა ოვსიანიკოვა რუსეთში ისევ დააკავეს

პუბლიკა

რუსეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი რედაქტორი, მარინა ოვსიანიკოვა, რომელმაც 14 მარტს რუსეთის პირველი არხის ეთერში უკრაინაში რუსეთის ომი გააპროტესტა, მოსკოვში ისევ დააკავეს.

 

გავრცელებული ინფორმაციით, მისი დაკავება 15 ივლისს გამართულ აქციას უკავშირდება.

ოვსიანიკოვამ 15 ივლისს კრემლის სანაპიროზე ერთკაციანი აქცია გამართა. მას ხელში ბანერი ეჭირა წარწერით – „პუტინი მკვლელია, 352 ბავშვი დაიღუპა, კიდევ რამდენი ბავშვი უნდა დაიღუპოს იმისთვის, რომ გაჩერდეთ?“

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ოვსიანიკოვა რუსეთი გერმანიიდან ცოტა ხნის წინ დაბრუნდა. 2022 წლის მარტში მოსკოვის სასამართლომ მარინა ოვსიანიკოვა, რუსეთის პირველი არხის ეთერში ომის საწინააღმდეგო პლაკატით გამოჩენის გამო 30 000 რუბლით დააჯარიმა. ამის შემდეგ ოვსიანიკოვა გერმანიაში წავიდა, სადაც გერმანულმა გამოცემა Die Welt-მა დაასაქმა.