მარიუპოლიდან ქალების, ბავშვებისა და მოხუცების გასაყვანად ჰუმანიტარული დერეფანი შეთანხმდა – ვერეშჩუკი

პუბლიკა

უკრაინის ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშჩუკის ინფორმაციით, დღეს, 20 აპრილს, უკრაინის ქალაქ მარიუპოლიდან ქალების, ბავშვებისა და მოხუცების გამოსაყვანად ჰუმანიტარული დერეფანი შეათანხმეს.  ინფორმაციას ამის შესახებ ვერეშჩუკი facebook-ზე ავრცელებს. 

„მარიუპოლში შექმნილი კატასტროფული ჰუმანიტარული ვითარების გათვალისწინებით, სწორედ აქეთკენ მივმართავთ დღეს ჩვენს ძალისხმევას. ჩვენ მოვახერხეთ წინასწარ შეთანხმება ჰუმანიტარული დერეფნის შესახებ ქალების, ბავშვებისა და მოხუცებისთვის.“

მისივე თქმით, უსაფრთხოების ძალიან რთული ვითარებიდან გამომდინარე, შესაძლოა, ცვლილებები მოხდეს ჰუმენიტარული დერეფნის მარშრუტთან დაკავშირებით, ამიტომ მოსახლეობას მიმართავს, მიჰყვნენ შესაბამის ოფიციალურ განცხადებებს.