„აზოვსტალის“ ქარხანა დაბომბეს და თითქმის მთლიანად განადგურდა – აზოვის პოლკი

პუბლიკა

„მარიუპოლის ქარხანა „აზოვსტალი“ დაბომბეს და ის თითქმის მთლიანად განადგურდა“,- ამის შესახებ „რადიო თავისუფლებას“ აზოვის პოლკის მეთაურის მოადგილემ სვიატოსლავ პალამარმა განუცხადა.

“ჩვენ ვიბრძოლებთ, გამოვიყენებთ ყველა ვაზნას, რაც დაგვრჩა, მაგრამ მოვუწოდებთ მსოფლიოს გადაარჩინოს მშვიდობიანი მოსახლეობა, დაჭრილები და წაიღოს ცხედრები”.- ამბობს პალმარი.

BBC-ის ინფორმაციით, „აზოვსტალს“ ამ დრომდე აკონტროლებდნენ უკრაინის შეიარაღებული ძალები, კერძოდ 36-ე საზღვაო ბრიგადა და აზოვის პოლკი. ორშაბათს, მარიუპოლის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელმა, მიხაილ ვერშინინმა CNN-ს განუცხადა, რომ საჰაერო თავდასხმების გამო „აზოვსტალის“ ტერიტორიას დაახლოებით 1 000 ადამიანი აფარებდა თავს. უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ირინა ვერეშჩუკმა რუსეთის ხელისუფლებას მშვიდობიანი მოსახლეობისთვის მარიუპოლიდან ბერდიანსკამდე ჰუმანიტარული დერეფნის გახსნის მოთხოვნით მიმართა, მაგრამ სამშაბათს დილით მან განაცხადა, რომ ჰუმანიტარული დერეფნები არ გახსნილა.

BBC ასევე აღნიშნავს, რომ საომარ ვითარებაში ოფიციალური პირების განცხადებების სიზუსტის გადამოწმება ვერ ხერხდება.