მარიუპოლში ჰუმანიტარული დახმარება ისევ ვერ შედის, იქ უკვე 2187 მოქალაქეა დაღუპული - კიევი

პუბლიკა

კიევში აცხადებენ, რომ ჰუმანიტარული დერეფნების მეშვეობით საომარი ზონიდან 143 000 მოქალაქე გამოიყვანეს. მაგრამ მძიმე რჩება მდგომარეობა მარიუპოლში, რომელიც რუსული არმიის ალყაშია.

მარიუპოლში გაგზავნილი ჰუმანიტარული დახმარება იქ დღესაც ვერ შევიდა. უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ რუსები აქტიურად ბომბავენ ქალაქს, რის გამოც დახმარება ოკუპირებულ ბერდიანსკშია გაჩერებული.

რუსულ აგრესიას კი ამასობაში მარიუპოლში უკვე 2187 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. კიევის ცნობით, ქალაქში არ აქვთ გათბობა, ფიჭვური კავშირგაბმულობა, მძიმეა მდგოარეობა საკვების, სასმელი წყლისა და მედიკამენტების მხრივ.

რუსული არმია ქალაქის დაკავებას ვერ ახერხებს, მაგრამ გავრცელებული ვიდეოკადრებიდან და სატელიტური ფოტომასალიდან ჩანს, რომ ქალაქში მასიურადაა დაბომბილი საცხოვრებელი სახლები, კორპუსები და სხვა სამოქალაქო ობიექტები.

LB loan image desktop LB loan image mobile