მარნეულიდან გადმოყვანილი ქალის მდგომარეობა ამ ეტაპზე მეტ-ნაკლებად სტაბილურია – რატიანი

პუბლიკა

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის თქმით, მარნეულიდან გადმოყვანილი 62 წლის ქალის მდგომარეობა მოცემულ ეტაპზე მეტნაკლებად სტაბილურია.

„ქალი, რომელიც შემოყვანილია ჩვენს კლინიკაში მარნეულიდან , 62 წლის, მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე მეტნაკლებად სტაბილურია, უფრო უკეთესი ლიტარული პარამეტრები გააჩნია ვიდრე ჰქონდა დღის პირველ ნახევარში.

რაც შეეხება სხვა ინფიცირებულ პაციენტებს, მათი მდგომარეობა რჩება – მძიმე, მაგრამ ჩატარებული კლინიკური კვლევების შედეგად უარყოფითი დინამიკა არცერთთან არ ვლინდება“,- განმარტავს რატიანი.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით 54 პირია ინფიცირებულია. გამოჯანმრთელდა 8 პირი. 54-ე პაციენტი – შუახნის ქალი გუშინ გადმოიყვანეს მარნეულიდან.

ამ შემთხვევის შემდეგ საქართველოს მთავრობამ ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი დააწესა. მუნიციპალიტეტებში შესვლა-გამოსვლას პოლიცია და ჯარი აკონტროლებს.