1700-მდე კონტაქტი იკვეთება - ზოიძე მარნეულში მცხოვრებ ინფიცირებულ ქალზე

პუბლიკა

დღეს პრემიერთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის ექსპერტმა და უმრავლესობის ყოფილმა წევრმა კაკი ზოიძემ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

მისი თქმით, მარნეულში მცხოვრები ინფიცირებული ქალის პირველ ეტაპზე ინდენტიფიცირებული 90 კონტაქტის კონტაქტების ჯამი 1700-მდე აღწევს. ის ასევე ამბობს, რომ უჰანის მაგალითის მიხედვით, საქართველოში ახლა თეორიულად ყველაზე ცუდ შეთხვევაში შეიძლება არსებობდეს 540, ანუ ათჯერ მეტი ინფიცირებული.

“მარნეულსა და ბოლნისში იცით, რომ პრობლემური საკითხია, რადგან ბევრი კონტაქტი იკვეთება რაც აღწევს 1700-მდე. ეს არის იმ 90-ის კონტაქტები, რაც გამოიკვეთა [შემდგომი ტალღა].  ყველა ამათი გამოკვლევა, იზოლაცია და ტესტირება იქნება საჭირო. მხოლოდ ტესტირებას აზრი არ აქვს, თუ არ იქნება სხვა ზომებიც მიღებული. ყველაზე უარეს შემთხვევაში [თუ უჰანის მაგალითს ავიღებთ], შეიძლება არსებობდეს 540 ინფიცირებული, 10 ჯერ მეტი შემთხვევა, რომელებსაც სიმპტომები გამოვლენილი არ აქვთ. ნაწილი მათგანი იზოლაციაში, ნაწილი კი კარანტინშია. სიმპტომები გამოვლენილი ჯერ არ აქვს. თეორიულად, შეიძლება არსებობდეს 10-ჯერ მეტი ინფიცირებული, ვიდრე დღეს გვაყვს. 540 ადამიანის დაჭერა სწრაფი ტესტირების სამ მილიონ ექვსასი ათას ადამიანში არის ნონსენსი”, – განაცხადა კაკი ზოიძემ.

მარნეულში მცხოვრები ქალს, რომელიც გუშინ გადმოიყვანეს თბილისში პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, გუშინ კორონავირუსი დაუდგინა. ის მარნეულში ჯეო ჰოსპიტალში 18 მარტს  პნევმონიით შეიყვანეს. მალე მდგომარეობა დამძიმდა და  ავადმყოფი გადაიყვანეს მართვით სუნთქვაზე. თავიდან ითქვა, რომ ქალთან შემხებლობაში მყოფი 86 კონტაქტი იყო იდენტიფიცირებული, დღეს კი კაკი ზოიძის განცხადებით კონტაქტების წრე გაფართოვდა და ის 1700-მდეა.

ამ შემთხვევის გამოვლენის შემდეგ მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში პრემიერმა მკაცრი საკარანტინო რეჟიმი დააწესა. მუნიციპალიტეტებში შესვლა და გამოსვლა პოლიცია და ჯარი აკონტროლებს.