მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ წოფში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა.
ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ოთხი კი დაშავდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.