„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ინფორმაციით, მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიამ საიას საჩივრის საფუძველზე 2 უბნის მონაცემების გადათვლა ამ წუთებში დაიწყო.
ორგანიზაციის ცნობით, ორივე შემთხვევაში შემაჯამებელ ოქმებში ფიქსირდებოდა მეტობა. სხვა საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივრების განხილვა ამ წუთებში მიმდინარეობს.
საია მოუწოდეს საოლქო საარჩევნო კომისიებს, ხელახლა გადათვალონ ყველა საეჭვო უბნის შედეგები.
დღეს, 4 ნოემბერს მთელი ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე საოლქო საარჩევნო კომისიაში მიმდინარეობს სხდომები, სადაც საჩივრები განიხილება. ამის პარალელურად 20:00 საათიდან სხვადასხვა საოლქო საარჩევნო კომისიასთან ოპოზიციის ლიდერები და აქტივისტები საპროტესტო აქციას მართავენ. უბნებზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული და როგორც ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, თავიანთ წარმომადგენლებს შენობებში არ უშვებენ. მათ საჩივრების განხილვაზე დასწრება სურთ.