მარნეულში არასრულწლოვანი გოგო მოიტაცეს, გამოძიება დაიწყო –შსს

პუბლიკა

მარნეულში გოგო მოიტაცეს. შსს-ში „პუბლიკას“ უთხრეს, რომ გამოძიება 143-ე მუხლით (თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა) დაიწყო. უწყებაში ამ ეტაპზე დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ.

არასრულწლოვნის მოტაცებასთან დაკავშირებით ინფორმაცია „რადიო მარნეულმა“ გაავრცელა.  მათი ინფორმაციით, 17 წლის გოგო მასწავლებელთან მოსამზადებელ კურსზე იყო წასული სამ თანაკლასელთან ერთად. მასწავლებლიდან გამოსვლის შემდეგ, როგორც მეგობრები ჰყვებიან, რამდენიმე ბიჭმა ძალდატანებით ჩასვა მანქანაში. თვითმხილველები ასევე ამბობენ, რომ ბიჭი, ვინც გოგო მოიტაცა, სრულწლოვანია.

შემთხვევა ქალაქ მარნეულში სპორტულ ცენტრ „ატა ჰოლდინგის“ მიმდებარედ მოხდა.

LB loan image desktop LB loan image mobile