მარნეულში კორპუსის აივნის ჩამონგრევას მსხვერპლი მოჰყვა, დაწყებულია გამოძიება

პუბლიკა

მარნეულში საცხოვრებელი კორპუსის აივანი ჩამოინგრა. როგორც რადიო „მარნეული“ წერს, არსებული ინფორმაციით, მეხუთე სართულის აივანი ჩამოიშალა, რასაც ასევე მოჰყვა მეოთხე სართულის აივნის ნგრევა.

გავრცელებული ინფორმაციით, ჩამონგრევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა.

როგორც „პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.