შსს-ს ცნობით, მარნეულში მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. ამის შესახებ „პუბლიკას” უწყებაში განუცხადეს.
ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სამშენებლო საუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის გამო ადამიანის სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.